იმედი მაქვს, რომ მომზადებული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში, - აღნიშნული განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
”ჩვენ ვისაუბრეთ ნატო-ს სამიტზე, რომელიც ცოტა ხანში შედგება. ის, რაც არის მომზადებული სამიტისათვის, შეესაბამება ორმხრივ მოდგომებსა და წარმოდგენებს. იმედი მაქვს, რომ მომზადებული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში”, - აღნიშნა შტაინმაიერმა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს სამუშაო ვიზიტად დღეს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა გერმანელი ბიზნესმენების მონაწილეობით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პირველი ვიცე პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
საქართველოში სამუშაო ვიზიტის პარალელურად, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნის ცერემონიალშიც მიიღებს მონაწილეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.