შტაინმაიერი: საქართველოს მთავრობა ძალიან პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს
01-07-2016, 02:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ყველამ გააცნობიერა, არა მხოლოდ დაძაბულობაა მთიან ყარაბაღში, არამედ ხშირ შემთხვევაში დაძაბულობა კიდევ უფრო რთულ ფორმაში, ესკალაციაში გადაიზრდება ხოლმე.

 

 

ამის შესახებ შტაინმაიერმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს და ცდილობს ახალი დაპირისპირების კერების თავიდან აცილებას.

 

 

„ჩვენ ვნახეთ მთიან ყარაბაღში რა ხდებოდა გასული თვეების განმავლობაში. უამრავი ადამიანი დაიღუპა. მართალია, ჩვენ მოვახერხეთ დროებით დაგვეწყნარებინა ეს პრობლემა, მაგრამ ეს არ არის გრძელვადიანი გადაწყვეტა. თუმცა, გერმანია, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა, სხვებთან ერთად ცდილობს საბოლოო წერტილი დაუსვას ამას და აწარმოოოს მოლაპარაკებები, რომ არა მხოლოდ სტატუს კვო აღადგინოს და გაყინოს კონფლიქტი, არამედ ქმედითად და მდგრადად მოაგვაროს”, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

მისი თქმითვე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“.

 

 

„არის სიტუაცია, რომელიც არ არის მარტივად სახეცვლადი, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს და ცდილობს ახალი დაპირისპირების კერების თავიდან აცილებას. კარი არის გახსნილი და ყველაფერი კეთდება საქართველოში იმისთვის, რათა სიტუაცია გაუმჯობესდეს და შეიცვალოს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეუთო-მ შეიძლება აქაც დადებითი როლი ითამაშოს, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ძალიან დიდი მადლობა ეუთო-ს საგანგებო წარმომადგენელს მისი აქტიურობისთვის“, - აღნიშნა შტაინმაიერმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი