პედრო აგრამუნტი: ევროპის საბჭო მყარად დგას საქართველოს გვერდით
01-07-2016, 02:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ევროპის საბჭო მყარად დგას საქართველოს გვერდით, - ეს განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე გააკეთა.

 


საუბრის ძირითადი თემები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და რეგიონში არსებული ვითარება იყო.

 


პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში პედრო აგრამუნტის პირველ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რაც საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ღრმა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე მიუთითებს.

 


ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას.

 


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, ჩაატაროს საუკეთესო, დემოკრატიული და ყველაზე თავისუფალი არჩევნები საქართველოს ისტორიაში.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ მიზანს ემსახურება მათ შორის ის ნაბიჯიც, რომ ხელისუფლება, არჩევნებზე დასაკვირვებლად, სხვადასხვა ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის რაც შეიძლება მეტ დამკვირვებელს იწვევს.

 


მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა იმ კომპლექსურ რეფორმებზე, რომლებიც მთავრობამ, 2012 წლიდან დღემდე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით განახორციელა და აღნიშნა, რომ ამაზე, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებიც მიუთითებს.

 


შეხვედრისას საუბარი, ასევე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას შეეხო. ამ კონტექსტში მხარეებმა ხურჩაში, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ დამნაშავე სათანადოდ უნდა დაისაჯოს.

 


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი