ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: მსურს უდიდესი პატივისცემა გამოვხატო იმ აქტიურობის და რეფორმებისთვის, რომელიც საქართველომ განახორციელა
01-07-2016, 02:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"საქართველო არის ქვეყანა, რომელთანაც გერმანიას აქვს ყველაზე მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა“,-განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობენ ხოლმე ბერლინს, რაც ხაზს უსვამს თუ რამდენად მჭიდროა ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის.

 

 

„გერმანიაში ვიზეიმეთ საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელი, თქვენს პრემიერ-მინისტრთან ერათად, ეს მეტყველებს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკურია ჩვენი ურთიერთობები, არამედ სამოქალაქოც, ვინაიდან საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი იყო იქ, ვისაც ამ ურთიერთობის გაძლიერების ინტერესი აქვს“, - განაცხადა შტაინმაიერმა.

 

 

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტი ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის, ამიტომ კარგი იდეა იყო, რომ 2017 წელი იქნება ქართულ-გერმანული ურთიერთობის წელი, რათა კიდევ უფრო განმტკიცდეს.

 

 

„ვისაც აინტერესებს ესა თუ ის, ერთი ან მეორე ქვეყანა, ვისაც უნდა კულტურული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით წარმოაჩინოს საქართველო გერმანიაში და პირიქით, სწორედ ამაში ქართულ-გერმანული წელი გარკვეულ წვლილს შეიტანს. ჩვენ ვისაუბრეთ 2018 წელზე, როცა საქართველო იქნება წარმოდგენილი ძალიან აქტიურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რათა საქართველომ ლიტერატურული თვალსაზრისით წარმოაჩინოს ძალიან ფასეული ქართული კულტურა. დღეს არის განსაკუთრებული დღე საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის. ეს არის ასოცირების შეთანხმების ოფიციალურად, ყოვლისმომცველად ამოქმედების დღე. ეს არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე შემთხვევითობა, რომ დღეს ორივე ვართ აქ. ფაქტი, რომ აქ ვარ კიდევ ერთხელ მაძლევს შესაძლებლობას, ჩემი უდიდესი პატივისცემა გამოვხატო იმ აქტიურობის და რეფორმებისთვის, რომელიც თქვენმა ქვეყანამ და თქვენმა მთავრობამ განახორციელა უკანასკნელი წლების განმავლობაში. ის პატივისცემა, რომელიც არა მარტო ჩემგან მოდის, არამედ მთლიანად გერმანიისგან და ევროკავშირისგან”, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი