თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე საუბრობთ ნატო-ში გაწევრიანების, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, საქართველოში ყველამ ზუსტად იცის, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან მტკიცე ნაბიჯებით ახორციელებს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს და აქვს ამ მიმართულებით მკაფიო შედეგები.
„ჩვენ გერმანიის დახმარებით ვახორციელებთ ეფექტურად სპეციალურ პაკეტს, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, მოხდეს მეტი თავსებადობა ნატო-სთან. ასევე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული დეკემბრის მინისტერიალზე, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მას წევრობისკენ აახლოებს. ასევე, აღინიშნა ისიც, რომ საქართველო ამ ინსტრუმენტებს ეფექტურად იყენებს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისივე თქმით, საქართველო ელის იმას, რომ ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება ის პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს.
„ვისაუბრეთ იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე და ახალ გზებზე, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, უსაფრთხოებას და კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს თავის მიზანთან. ამიტომ საქართველო არის მიზანმიმართული და ახორციელებს თავის დღის წესრიგს ნატო-სთან მიმართებაში ეფექტურად, ალიანსის დახმარებით“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.