გიორგი კვირიკაშვილმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა შეხვედრისას დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე ისაუბრეს
01-07-2016, 03:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგი და რეგიონში არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრის მთავარი თემები.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში ვიზიტისთვის, რაც ორი ქვეყნის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთ ნათელ გამოხატულებად შეაფასა.

 


საუბარი შეეხო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის მნიშვნელობას, რომელსაც თბილისი მასპინძლობს. აღინიშნა, რომ საქართველოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიებაა. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული ფორუმი პოლიტიკურ რუკაზე საქართველოს როლს და შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

 


გიორგი კვირიკაშვილმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებზე და ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და ამ პროცესში გერმანიის მხარდამჭერ როლს.

 


საუბარი შეეხო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა არჩევნების სამართლიან, ღია და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოში, წინასაარჩევნო პერიოდის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და გადადგმულია ძირეული ნაბიჯები დემოკრატიის კუთხით. ყურადღება გამახვილდა საარჩევნო პროცესში საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

 


მხარეებმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს სამძიმარი თურქეთში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო.

 


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია. იგი მონაწილეობას მიიღებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაში.

 


ეუთოს საპარლამენტო ფორუმს, რომელიც დღეს თბილისში გაიხსნება, სხვადასხვა ქვეყნის 700-ზე მეტი სტუმარი დაესწრება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი