მიხეილ ჯანელიძე: საქართველო და გერმანია ერთად მუშაობს, რათა ევროპა იყოს უსაფრთხო
01-07-2016, 03:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ გვაქვს გერმანიის მხარდაჭერა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია რაც შეიძლება მალე მიიღოს“,-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ თავის გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

მისი თქმით, ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ევროკავშირის პარლამენტი  მხარს დაუჭერს საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის საკითხს.

 

 

„როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს პროცესები ევროპის პარლამენტში და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს განხილვები ძალიან მალე დასრულდება და როგორც ევროკავშირის პარლამენტი, ისე საბჭო, მხარს დაუჭერს საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის საკითხს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ვადები იქნება ქართველი ხალხის და საქართველოს მოლოდინებთან შესაბამისობაში.

 

 

მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ქართველი ხალხის მხარდაჭერით ბევრი რეფორმა განახორციელა იმისთვის, რათა ვიზის ლიბერალიზაცია დაემსახურებინა და ასევე გამხდარიყო სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის.

 

 

„აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება იყოს ნეგატიური ამ მიმართულებით, იქნება ძალიან არადამაკმაყოფილებელი და არ იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის სასიამოვნო, იმიტომ, რომ როდესაც ენერგია იხარჯება, იმისთვის, რომ ვალდებულებები შესრულდეს, ამ ვალდებულებებს სჭირდება შედეგი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დღეს კითხვა ასე არ დგას - საქართველო მიიღებს თუ არა ვიზის ლიბერალიზაციას. ეს ხაზგასმული იქნა კიდევ ერთხელ ჩვენი მეგობრის, ბატონი შტაინმაიერის მხრიდან. აქ საუბარია ვადებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვადები იქნება ქართველი ხალხის და საქართველოს მოლოდინებთან შესაბამისობაში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებითვე, საქართველო და გერმანია ერთად მუშაობს, რათა ევროპა იყოს უსაფრთხო.

 

 

„ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რათა ევროპა იყოს უსაფრთხო და მიუხედავად დღეს არსებული დიდი გამოწვევებისა, ევროპის განვითარება იყოს სტაბილური. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, ევროკავშირი და საქართველო ერთად არიან ევროპული განვითარების დღის წესრიგის მონაწილეები“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

მიხეილ ჯანელიძე ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და ეუთო-ს და გერმანიის როლს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

 

 

„ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოების გარემოზე. კონფლიქტებზე, რომელიც რეგიონშია; ეუთო-ს მნიშვნელობაზე, გერმანიის მნიშვნელობაზე ამ კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში. ვისაუბრეთ იმ მწვავე გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის და იმ პროვოკაციებზე და მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე საოკუპაციო ხაზთან არის. ვისაუბრეთ იმ მშვიდობიან მიდგომებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, ჩვენ სრულად ვასრულებთ ჩვენ მიერ ნაკისრ ყველა ვალდებულებას. ჩვენი მიზანია, რომ მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით მოვახერხოთ ამ კონფლიქტის დარეგულირება, ასევე, მაქსიმალურად ჩავრთოთ ოსი და აფხაზი ხალხი იმისათვის, რომ მოხდეს დაახლოება და ნდობის აღდგენა და შესაბამისი გადაწყვეტილების გზების მოძიება. ამ მიმართულებით ეუთო-ს და გერმანიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი