შტაინმაიერი: მე არ მაქვს არანაირი მითითება, ან ეჭვი, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის სწორი მმართველობის სტილს სხვაგვარად ხედავდეს
01-07-2016, 03:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ სამართლიანი, სუფთა, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, მართვის სწორი სტილი არსებობდეს ყველგან, მათ შორის საქართველოში, - განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს არაერთი საერთაშორისო ანგარიში, რომელიც ეხება ეჭვებს, რომ „რუსთავი 2“-ის პროცესში ხდება მთავრობის ჩარევა, შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ ყველა დეტალში არ არის ჩახედული.

 

 

„მომიტევეთ, არ ვარ ჩახედული ყველა დეტალში, რაც ხდება შიდა დაპირისპირებების მხრივ, მაგრამ ბუნებრივია, თქვენ ალბათ ხედავთ, რომ ჩვენი აქტივობა ეუთო-ს ფარგლებში იგრძნობა. ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ სამართლიანი, სუფთა, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, მართვის სწორი სტილი არსებობდეს ყველგან, მათ შორის საქართველოში  ბუნებრივია, მე არ მაქვს არანაირი მითითება, ან ეჭვი, რომ საქართველოს მთავრობა ამას სხვანაირად ხედავდეს“, - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი