ოთარ კახიძე: თეა წულუკიანი ცდილობს, რომ ახმეტ ჩატაევის გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა აირიდოს და არჩილ კბილაშვილს გადააბრალოს ყველაფერი
01-07-2016, 03:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თეა წულუკიანი ცდილობს, რომ ახმეტ ჩატაევის გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა აირიდოს და არჩილ კბილაშვილს გადააბრალოს ყველაფერი, - აღნიშნული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ოთარ კახიძემ გააკეთა.

 


„იუსტიცის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, როდესაც გაათავისუფლა ახმეტ ჩატაევი. 2013 წლის 30 მაისამდე მდგომარეობით საქართველოს პროკურატურას ხელმძღვანელობდა იუსტიციის მინისტრი, შესაბამისად მას ჰქონდა უფლებამოსილება, გაეუქმებინა ქვემდგომი პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ის არ ეთანხმებოდა. აგრეთვე მას ჰქონდა უფლება, რომ შეეცვალა ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახიძემ.

 

 

მისი თქმით, ჩატაევის გათავისუფლება მოხდა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ვითომდა მტკიცებულებების არარსებობის გამო.

 

 

„აღნიშნულზე პირდაპირი და უშუალო პასუხისმგებლობა საქართველოს პროკურატურის მაშინდელ პირველ პირს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ეკისრება. მისი მცდელობა, რომ აირიდოს თავიდან ეს პასუხისმგებლობა და გადააბრალოს ყველაფერი მაშინდელ მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩატაევის გათავისუფლებაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

 

მისივე თქმით, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, თუმცა მინისტრს შეეძლო ეს გადაწყვეტილება შეეცვალა.

 


„თუ წინააღმდეგი იყო ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილების, საქართველოს პროკურატურის შესახებ კანონის მე-2, მე-4 და მე-13 მუხლები მას აძლევდა საშუალებას, ეს გადაწყვეტილება შეეცვალა და მიეღო გადაწყვეტილება, რომელსაც იგი ეთანხმებოდა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

 


„როიტერსის“ ინფორმაციით, ახმეტ ჩატაევი მონაწილეობდა თურქეთში მომხდარ ტერაქტში, თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას თურქეთის მთავრობა არ ადასტურებს.

 

 

ახმეტ ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს საქართველოში დააკავეს . 2012 წელს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 5-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი