დავით უსუფაშვილი: „არასამთავრობო სექტორი საქართველოში თავისუფალი დარჩება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ცდება“
29-01-2015, 14:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც მან საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ წარმომადგენლებზე ისაუბრა. უსუფაშვილის შეფასებით, არასამთავრობო სექტორი თავისუფალი იქნება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ცდება.

 


“მთავარია, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს სიტყვის თავისუფლება, პოლიტიკური თავისუფლება და ყველას ჰქონდეს საშუალება იმისა, გამოთქვას საკუთარი აზრი და სხვამ ამ აზრზე – კიდევ თავისი აზრი.

 


არა მგონია, ვინმე მიზნად და ამოცანად ვინმეს პიროვნულ შესწავლას ისახავდეს. ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციები, მოვლენები ყველასათვის საინტერესოა, ამიტომ თუკი ამა თუ იმ თემაზე მეტი მოსაზრებები გვექნება, ეს მხოლოდ კარგი იქნება, რადგან არავის არ ეკუთვნის ჭეშმარიტებაზე მონოპოლია და არც არავინ აცხადებს ამაზე პრეტენზიას. ამიტომ ყველას გვაქვს ჩვენი აზრის გამოხატვის საშუალება. რაც შეეხება ზეწოლას, ამას დასაბუთება სჭირდება. მე რომ გითხრათ, რომ თქვენი მიკროფონი არ მომწონს, ეს ზეწოლა არ არის – ეს ჩემი აზრია, რომელიც უნდა მეთქვა, ან არ უნდა მეთქვა, მაგრამ თუკი ხელიდან მიკროფონს გამოგართმევთ, მაშინ ზეწოლას ექნება ადგილი. ასე რომ, არასამთავრობო სექტორი საქართველოში იყო და არის თავისუფალი, დარჩება თავისუფალი, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც ცდება, ისევე როგორც პოლიტიკოსები – ხან ვცდებით, ხან სწორს ვლაპარაკობთ, მაგრამ თავისუფალნი ვრჩებით. მთავარია უზრუნველყოფილი იყოს სიტყვის თავისუფლება, პოლიტიკური თავისუფლება. დანარჩენი, ყველას აქვს საშუალება, თავისი აზრი გამოთქვას, სხვამ ამ აზრზე – კიდევ თავისი აზრი გამოთქვას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი