იანოშ ჰერმანი: თუ ყველაფერი შესრულდება, ეს საქართველოს სტატუსზე მთელს რეგიონში იმოქმედებს
01-07-2016, 03:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას უამრავი სარგებელი აქვს, - აღნიშნული განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა  ასოცირების შეთანხმების სრულად ძალაში შესვლასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

 

"ასეთ ღონისძიებაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ ევროკავშირმა ქართულად ისაუბროს. ბოდიშს ვიხდი, რომ თავად არ შემიძლია ქართულად საუბარი, მაგრამ ვცდილობთ და ვსწავლობთ. ბევრ თქვენგანს ალბათ გაუკვირდა, რომ მხოლოდ ახლა შედის სრულად ძალაში ასოცირების შეთანხმება, ვინაიდან გასულ წლებში ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებდით ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

 

 

ჩვენ ვაფასებთ იმ მიღწევებს, რომლებიც საქართველოს აქვს ასოცირების შეთანხმების განხორციელების ფარგლებში. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ასოცირების შეთანხმება მოიტანს ”ამას”, გააკეთებს ”იმას”, მე მგონი ახლა არის დრო, როცა მომავალში საუბარი აღარ მოგვიწევს და ვიტყვით, რომ ესა თუ ის პროცესი აწმყოში ხდება. ასოცირების შეთანხმება ქვაკუთხედია ჩვენი ურთიერთობებისა საქართველოსთან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი საქართველოს უკეთესი საერთაშორისო მდგომარეობაა. ყველა რეფორმას, რომელიც წარმატებით განხორციელდება, რეგიონულ დონეზე ექნება გავლენა. თუ ყველაფერი შესრულდება ეს საქართველოს სტატუსზე მთელს რეგიონში იმოქმედებს“ - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

 

 

საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება დღეიდან სრულად ამოქმედებულია. 2016 წლის 1-ელ ივლისს ამოქმედებულ მუხლებს შორისაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული ნაწილი, სადაც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ.

 

 

ასევე, სრულად ამოქმედდა მუხლები, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან, გარდა ამისა თანამშრომლობა მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ, საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი, ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, კორპორაციული სამართალი, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, კორპორაციული მმართველობა, განათლება და ჯანდაცვა.

 

 

ასევე, ძალაში შევიდა შეთანხმების ორი დარჩენილი დანართი, რომლებიც ეხება განათლების და ახალგაზრდობის, ასევე, აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროებში თანამშრომლობას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი