გიორგი მარგველაშვილისა და პედრო აგრამუნტის შეხვედრისას ყურადღება არჩევნებისთვის მზადების საკითხსა და წინასაარჩევნო გარემოზე გამახვილდა
01-07-2016, 04:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტს შეხვდა.

 


გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პედრო აგრამუნტს სახელმწიფოებრიობის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდაჭერისთვის.

 


შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მიმართულებით შექმნილ მდგომარეობაზე და ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

 


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების საკითხსა და წინასაარჩევნო გარემოს.

 


როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პროცესს, რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი უწევდეს მონიტორინგს.

 


შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.

 


ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი