„მაესტროს“ 27 გათავისუფლებულ თანამშრომელს ტელეკომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს.
საუბარია „ბიზნეს კონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ თანამშრომლებზე.
ჟურნალისტების თქმით, ტელეკომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ მათ ჯერ უფლებამოსილება შეუჩერა, 6 ივნისს კი სამსახურიდან გაათავისუფლა.
ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომლების თქმით, მათ არა ერთხელ სცადეს ახალ მენეჯმენტთან მოლაპარაკება, თუმცა უშედეგოდ და ახლა პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ გზად საქმის სასამართლოში განხილვას მიიჩნევენ.
ჟურნალისტები „მაესტროსგან“ ფინანსური დავალიანების დაფარვას მოითხოვენ.
„ბიზნეს კონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ ინტერესებს პროფკავშირების იურისტი რაისა ლიპარტელიანი დაიცავს.
მისი თქმით, შპს „მაესტრომ“ რამდენჯერმე დაარღვია ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რის გამოც, ერთადერთ გამოსავლად სამართლებრივი დავა რჩება.
„სამართლებრივად არასწორი და უკანონო იყო შპს „მაესტროს“ 2 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიზეზიც თანამშრომელთა გაფიცვა გახდა. ეს იყო მათი უფლება და „მაესტროს“ ეს უნდა გაეთვალისწინებინა. ამავდროულად, თანამშრომლებმა დააფიქსირეს, რომ მზად იყვნენ გაეგრძელებინათ შრომითი უფლებამოსილება 30 დღის ვადით და შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები. ჩვენი მხრიდან არაერთგზის იყო მოლაპარაკება მაისის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, ზეპირსიტყვიერად შევთანხმდით მხარეები, რომ ანაზღაურების თარიღად განისაზღვრებოდა 14 ივნისი. ასევე შპს „მაესტროს“ უნდა მოეხდინა ამ 14 დღის ანაზღაურებაც, თუმცა სამწუხაროდ, „მაესტრომ“ დაარღვია შეთანხმება და ერთადერთი გამოსავალი, სამართლებრივი დავაა. მოქმედი კანონმდებლობით, შპს „მაესტროს“ ყოველ გადაცილებულ დღეზე დაემატება გათავისუფლებულ თანამშრომელთა ხელფასის 0.07 %-ის გადახდა, სანამ არ მოხდება მათი მთლიანი გასტუმრება”, - განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.