ბათუმში, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან „სახალხო ხელისუფლების“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობა“ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის წამებაში დაადანაშაულეს.
საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „სახალხო ხელისუფლების“ წევრებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე პლაკატების გაკვრა სცადეს.
პლაკატების გაკვრის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და „სახალხო ხელისუფლების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწო, რაც შემდგომ მცირე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.