რომის პაპი ფრანცისკე პირველი საქართველოსა და აზერბაიჯანს ეწვევა.
ამის შესახებ მან დღეს, ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგების დროს განაცხადა.
"სამ თვეში გავემგზავრები საქართველოსა და აზერბაიჯანში. კავკასიის რეგიონის ამ ქვეყნებში ვიზიტი გადავწყვიტე ქრისტიანული ფესვების დასაფასებლად და იმედისა და მშვიდობის ხელშესაწყობად“,-განაცხადა მან.
ფრანცისკე პირველის თქმით, მისი მეორე ვიზიტი კავკასიაში ხელს შეუწყობს რეგიონის ძველი ქრისტიანული ფესვების აღიარებას.
„ისტორია გვასწავლის, რომ მშვიდობის გზა მოითხოვს დიდ გამძლეობასა და თანმდიმდევრულ ნაბიჯებს. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ყველა მათგანი თავის წვლილს შეიტანს მშვიდობასა და შერიგებაში“, - განაცხადა რომის პაპმა.
რომის პაპი ფრანცისკე პირველი საქართველოში 30 სექტემბერს ჩამოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.