საქართველომ სასწაულებრივი წარმატება მოახდინა იმ სტანდარტების და კრიტერიუმების დაკმაყოფილების მხრივ, რომელიც ჩვენ გვაქვს, - აღნიშნული განცხადება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ილკა კანერვამ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაირის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
"შტაინმაიერის განცხადება არის ძალიან რელევანტური და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროცესი შეიძლება იყოს ორგანიზებული უახლოეს მომავალში. მე ვფიქრობ, მისი განცხადება ძალიან ნათელია", - აღნიშნა კანერვამ.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაირის განცხადებით, საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციას სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.