დავით უსუფაშვილი: არც ისეთი ჯადოქრები ვართ, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში ყველაფერი საჩვენოდ წავიყვანოთ
01-07-2016, 06:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ილკა კანერვამ ბრძანა, რომ საქართველომ ჯადოსნული ნაბიჯები გადადგა და მოახერხა პრაქტიკულად წამოუდგენელი წარმატების მიღწევა, მაგრამ არც ისეთი ჯადოქრები ვართ, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში ყველაფერი საჩვენოდ წავიყვანოთ ამ პროცესში, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.    

 

 

“იგივე განწყობა ბრიუსელში ვნახე, სადაც ორი დღის წინ ვიყავი. საუბარი გვქონდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელთან. ევროპული საბჭოს თავმჯდომარესთან, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, რომელიც ასევეა განწყობილი. არ არსებობს არანაირი ხელშემშლელი პირობა არც საქართველოს მხრიდან და არც სხვების მხრიდან, გარდა იმ ფაქტორისა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროსტრუქტურებში არ განიხილება ვაკუუმში, იზოლირებულად მიმდინარე ცხოვრებისგან. ეს მიმდინარე ცხოვრება შედგება ხან ჩვენთვის უფრო სასარგებლო მოვლენებისგან, ხან - არც თუ სასარგებლო მოვლენებისგან. რეფერენდუმი ბრიტანეთში აღმოჩნდა ერთი კონკრეტული მოვლენა, რომელმაც უკვე დანიშნული საკომიტეტო მოსმენების გადადება გამოიწვია. ჩვენი ოპტიზმი რეალურია, დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე და უახლოეს ხანებში პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა“, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი