ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობისგან მომავალი ბენეფიტებით უფრო ხშირად ისარგებლონ, - აღნიშნული განცხადება ევროკომისარმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა გააკეთა.
„უკეთესი ბიზნეს-შესაძლებლობები საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის გაუმჯობესებული გარემო, გაზრდილი ენერგოეფექტურობა - ეს არის მხოლოდ რამდენიმე სფერო, სადაც უკვე დავინახეთ იმედის მომცემი ნიშნები შეთანხმების დროებითი გამოყენების დროს და რომელიც ახლა შემდგომ პროგრესს შეძლებს. ნება მიბოძეთ წავახალისო საქართველო, რათა სრულად გამოიყენოს არსებითი დახმარება - წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი ევრო, რომელსაც ევროკავშირი ქვეყნის რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად უზრუნველყოფს“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.