საქართველოს მთავრობა არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა წლევანდელი არჩევნებიც ასევე ღია, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"როგორც იცით, წელს ჩვენ ვატარებთ საპარლამენტო არჩევნებს. საერთაშორისო დამკვირვებელთა აღიარებით, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად წელს კიდევ უფრო მეტი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია გვყავს მოწვეული. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ტრადიციულად წარმოადგენს ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ და კომპეტენტურ სადამკვირვებლო მისიას, წლევანდელ არჩევნებზეც სათანადოდ იქნება საქართველოში წარმოდგენილი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან ერთად. მზად ვართ, მივიღოთ დამკვირვებელთა მაქსიმალური რაოდენობა, რათა უზრუნველვყოთ საარჩევნო პროცესების სრული გამჭვირვალობა. გულწრფელად გეტყვით: ეს არის ჩვენი ხელისუფლების პრესტიჟის და ღირსების საქმე, საბოლოოდ კი - ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის ტესტია და, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ტესტს ღირსეულად ჩავაბარებთ”, - აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.