გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ამბიციური გეგმების მიუხედავად ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას
01-07-2016, 07:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„უკიდურეს შეშფოთებას იწვევს ის ვითარება, რომელიც შექმნილია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაციას, თუმცა რუსეთის მიმართ ამგვარი პრაგმატული კურსის მიუხედავად, სერიოზულ საფრთხეებს ვაწყდებით აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ წარმატებული რეფორმებისა და ამბიციური გეგმების მიუხედავად, ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას.

 

 

„დღეს, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. 2012 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაციას. აღდგა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, გვარდება გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემები. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს კურსი და დიალოგი. სამწუხაროდ, რუსეთის მიმართ ამგვარი პრაგმატული კურსის მიუხედავად, სერიოზულ საფრთხეებს ვაწყდებით აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ხდება ხელოვნური ბარიერების აღმართვა და მიმდინარეობს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაცია, რაც აშორებს ადამიანებს და უარყოფითად აისახება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივაზე.

 

 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას გამუდმებით აქვს იმის შიში, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ისევ ხდება უკანანო დაკავებები, შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილება, აკრძალულია ქართულ ენაზე განათლების მიღება. მდგომარეობა საგანგაშოა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ადგილზე არ არსებობს საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთადერთი ასეთი მექანიზმია, თუმცა, სამწუხაროდ, მას არ ეძლევა საშუალება სრულად განახორციელოს თავისი მანდატი, ვინაიდან მოკლებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობას”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოში ეუთოს სრულფასოვანი მისიის აღდგენის აუცილებლობა.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი ინციდენტები სერიოზულ რისკებს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოებას.

 

 

„აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებს და ჰუმანიტარული მდგომარეობის სიმძიმეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ახლახან, სოფელ ხურჩაში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შეუიარაღებელი ქართველი მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობა. აღნიშნული ინციდენტები სერიოზულ რისკებს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოებას. ეს გამოწვევები და რისკები ახალი ხედვების შემუშავებისა და ერთობლივი ქმედების აუცილებლობას გვკარნახობს და ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მთელი ჩვენი ძალისხმევა კვლავ იქნება მიმართული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ, ქართული, აფხაზური და ოსური საზოგადოებების კონსოლიდაციისკენ. ჩვენ მზად ვართ, გავუზიაროთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას ის სარგებელი და ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებსაც გვთავაზობს ჩვენი ევროპული დღის წესრიგი”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი