გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ არც ერთ შემთხვევაში, იმ სირთულეების მოგვარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა, არ შევეცდებით სამხედრო გზით
01-07-2016, 07:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მის წინაშე არსებული სირთულეების მოგვარებას სამხედრო გზით არ შეეცდება.

 

 

„მინდა გამოვხატო აღტაცება იმითი, რომ ასეთი მნიშნელოვანი ღონისძიება - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია - ტარდება ჩვენთან, ქვეყანაში, რომელმაც 25 წლის წინ გააკეთა უმნიშვნელოვანესი ისტორიული არჩევანი და მტკიცედ, მთელი მსოფლიოს გასაგონად გააჟღერა ქართველი ერის ნება, რომ ააშენოს თანამედროვე, დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დამყარებული, ევროპული ტიპის სახელმწიფო. ადამიანის უფლებების დაცვა, თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების გზით სვლა ეს ის ღირებულებებია, რომელმაც ოთხი ათეული წლის წინ გააერთიანა კაცობრიობა და ამ გაერთიანების შედეგად მოგვცა ჰელსინკის პროცესი. საქართველო არის აქტიური მონაწილე ეუთო-ს პროცესის და ჩვენ აქტიურად გვჯერა, რომ ნებისმიერი ტიპის დაძაბულობა შესაძლებელია მოიხსნას ინტენსიური დიალოგით, მსჯელობით იმ საჭიროებებზე, რომლებიც გააჩნიათ დაპირისპირებულ მხარეებს. საქართველომ მტკიცედ განაცხადა და ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში, იმ სირთულეების მოგვარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა, არ შევეცდებით სამხედრო გზით. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ ასევე მტკიცედ ჩაერთოს სიტუაციის დარეგულირების პროცესში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი