ბრიტანული გაზეთი Daily Mail–ი მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ტერეზა მეის გახდეს ქვეყნის პრემიერ მინისტრი, აცხადებს რა რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის წარმოდგენილ 5 კანდიდატს შორის მხოლოდ ის არის ერთადერთი, ვინც ამ პოსტს შეეფერება. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" წერს.
დიდი ბრიტანეთის 23 ივნისის რეფერენდუმის საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან მალევე, დევიდ ქამერონმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ოქტომბერში პრემიერ მინისტრის პოსტს დატოვებდა, რამაც პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევის საჭიროება დააყენა დღის წესრიგში.
"დეილი მეილს" სჯერა, რომ მხოლოდ ქალბატონ მეის გააჩნია სათანადო თვისებები, სიმაღლე და გამოცდილება გააერთიანოს მისი პარტიაც და ქვეყანაც – და შესაძლოა შეიყვანოს ის ახალ, უფრო სუფთა, უფრო პატიოსან პოლიტიკურ სივრცეში," აცხადებს გაზეთი, რომელიც როგორც "როიტერსი" წერს, ანტი–ევროკავშირის მიმართულებისაა.
"ის არის სერიოზული ქალბატონი, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის უმაღლესი გამოცდილება გააჩნია; აქვს უზარმაზარი ნიჭი და უნარი მძიმე სამუშაოს შესასრულებლად და დეტალებისთვის ყურადღების მისაქცევად," აცხადებს გაზეთი, რომლის ყოველდღიური ტირაჟი 1.5 მილიონია – მე–2 ადგილზე მყოფი გაზეთი ტაბლოიდური "სანის" შემდეგ.
"ამ მხრივ, და თავისი სტილითაც, იგი რაღაცნაირად მარგარეტ ტეტჩერს მოგაგონებთ," წერს გაზეთი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.