გიორგი მარგველაშვილი: უსაფრთხოება რეგიონის მთავარი საზრუნავია
01-07-2016, 07:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სამწუხაროდ, დღეს ევროპაში და მათ შორის საქართველოში არ არის ბოლომდე დაცული ის პრინციპები, ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენ ყველას - ეუთო-ს წევრებს - გვაერთიანებს“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თბილისში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

მისი თქმით, უსაფრთხოება დღეს როგორც ჩემი ქვეყნის, ასევე რეგიონის მთავარი საზრუნავია.

 

 

„ჩვენ ვართ ქვეყანაში, რომელშიც არის ოკუპირებული რეგიონები და ამ ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ გავლებულია გამყოფი ხაზები, რომლებიც არ აძლევს შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, თავისუფლად გაადაადგილდეს, ისწავლოს თავის ენაზე, იყოს ჩართული ქვეყნის ერთობლივი აღმშენებლობის საქმეში. გარდა იმისა, რომ ცალკეული ქვეყნების სუვერენიტეტი დარღვეულია, რეალურად ასეთი პროცესის გაღრმავება შესაძლებელს ხდის სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას და ისეთი ურთულესი პრობლების გაღრმავებას, როგორიცაა ტერორიზმი, ნარკოტრაფიკი, ბირთვული ნარჩენებით უკანონო ვაჭრობა. საქართველო მართლაც და მტკიცედ ყველა ამ შემთხვევაში გამოდის როგორც მხარე, რომელიც მზადაა მოლაპარაკებებისთვის, ვითარების მოგვარებისთვის და არის აქტიური კონტრიბუტორი გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის საქმეში. ჩვენ ეუთო-სთან ვთანამშრომლობთ არამარტო უსაფრთხოების კონტექსტში, არამედ ჩვენი ქვეყანა ევროპული და აზიური რეგიონის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია თანამშრომლობის, შესაძლებლობების გახსნის კუთხითაც. საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა არის სახელმწიფო, რომელიც ძალიან საინტერესო შესაძლებლობას უქმნის ევროპულ და აზიურ ბაზრებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის კონტექსტი, რომელიც დემოკრატიული პროცესის გაღრმავებას ეხება.

 

 

„ამ კონტექსტში ჩვენი თანამშრომლობა ეუთო-ს და ODIHR-ის სტრუქტურებთან ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღესაც, მომავალი საპარალამენტო არჩევნების კონტექსტში. ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ჩვენი კოლეგების კომენტარებს, ვაანალიზებთ ჩვენი მეგობრების რჩევებს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ველოდებით ძალიან აქტიურ ჩართულობას და თანამშრომლობას იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის მთავარი შეკვეთას - ჩამოვაყალიბოთ ფუნქციური დემოკრატიის ღირებულებებზე დამყარებული პროცესი - ერთობლივი თანამშრომლობით მივაღწიოთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი