გიორგი კვირიკაშვილი: დელეგატების დაკავებას ვერ დავიწყებთ
01-07-2016, 07:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დელეგატების დაკავებას ვერ დავიწყებთ საქართველოში, მაგრამ დამერწმუნეთ, რეაგირება იქნება“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ მოხდა სამართლებრივი მექანიზმის შექმნა ან სამართლებრივი რეაგირება იმაზე, რომ რუსული დელეგაციის წევრების ნაწილს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ დარღვეული აქვთ.

 

 

„ეს არის ძალიან დელიკატური საკითხი. ამ ფორუმის მომწვევი მხარე არ არის საქართველო, არის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. გამომდინარე აქედან, ჩვენ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით ვალდებული ვართ, რომ დელეგატები ჩამოვუშვათ ყრილობაზე. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ შეიქმნა მექანიზმი, ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს, რომ მათ შეერჩიათ ისეთი დელეგატები, რომლებსაც დარღვეული არ ექნებდათ კანონი. ჩემთვის ამჟამად ეს ინფორმაცია უცნობია. რეაგირება აუცილებლად იქნება ჩვენი მხრიდან. დელეგატების დაკავებას ვერ დავიწყებთ საქართველოში, მაგრამ დამერწმუნეთ, რეაგირება იქნება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი