„გერმანია გვპირდება, რომ ის გამოიყენებს ყველა შესაძლო მექანიზმს და მის ხელთ არსებულ გავლენას, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს ევროპარლამენტის მიერ შეჩერების მექანიზმის მიღება და შემდეგ უკვე დაჩქარდეს საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, რითაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ვიზის ლიბერალიზაცია შესაძლოა, სექტემბერში მიიღოს.
მთავრობის მეთაურის თქმით, გერმანიის კანცლერის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასეთი განცხადებები ძალიან იმედის მომცემია.
„მე არ მინდა პროგნოზები გავაკეთო, მაგრამ ის, რომ გერმანიის კანცლერი იგივე სახის განცხადებებს აკეთებს და ის, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასეთ განცხადებებს აკეთებს, ჩემთვის ძალიან იმედის მომცემია. ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურად მუშაობას ბრიუსელშიც, ევროპის დედაქალაქებშიც, რათა მივაღწიოთ ამ გადაწყვეტილებას. ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მთავრობისთვის და არა არჩევნებისთვის, არამედ საქართველოს ევროპული არჩევანის გამყარებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.