ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: ყველა ადამიანი - ომის გამჩაღებელი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს
01-07-2016, 08:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველა ადამიანი - ომის გამჩაღებელი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს, ეს არის ჩვენი მონიტორინგის ერთ-ერთი ამოცანა, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

 


ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი წარმოადგენენ დაახლოებით, მილიარდ ადამიანს, სულ ცოტა 3 კონტინენტზე მცხოვრებელს, 57 ქვეყანაში.

 

 

”მე ვიცი, რომ თქვენ წელიწადში 3-ჯერ მოგზაურობთ ეუთო-ს რომელიღაც ქვეყანაში იმავე მიზეზით, რისთვისაც ჩვენ აქ შევიკრიბეთ. ეუთო-ს წევრი და მონაწილე ქვეყნები ეძიებთ დიალოგს, გამოსავალს იმ გამოწვევებისგან, რომლებსაც ქვეყნები აწყდებიან. მინდა შეგახსენოთ ქართული ანდაზა, რომელიც ამბობს, რომ ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი ჯობია”, - განაცხადა შტაინმაიერმა.

 

 

მისივე თქმით, ხალხის წინაშე მდგარი საკითხები, რომლებიც სხვადასხვა ყოველდღიურ საქმიანობაშია ჩართული, ფაქტობრივად, შეიცვალა ბოლო ხანებში.

 

 

”ადამიანები გაცილებით უფრო მეტ ძალადობას აწყდებიან, ძალადობას, რომელიც გერმანიის საზღვრებსაც მოაწყდა. რთული დროება დაუდგა სამყაროს. მე ვგულისხმობ ლტოლვილთა კრიზისს, შუა აღმოსავლეთის კრიზისს, აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებულ კონფლიქტს. გერმანიასაც საკმაოდ რთული დრო დაუდგა. ასეთი გაუკრვევლობის დროს ჩვენ ახალ-ახალი ინსტრუმენტების შექმნა გვჭირდება იმისთვის, რომ კონფლიქტებს გავუმკლავდეთ და ასევე გავაღრმავოთ თანამშრომლობა”, - განაცხადა შტაინმაიერმა.

 

 

მისივე თქმით, თვითონ ცნება - გაყინული კონფლიქტებისა, ფაქტობრივად, გადასახედია. შტაინმაიერმა ყარაბაღის კონფლიქტი დაასახელა და აღნიშნა, რომ სამი თვის წინ საკმაოდ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა კონფლიქტის ექსკალაციამ, ”რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის კონფლიქტი, რომელიც დუღდა და საბოლოო ჯამში, ამ ფორმით იჩინა თავი”.

 

 

”ასევე საქართველოში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტმა თავის დროზე ათასობით და ათიათასობით ადამიანს დააკარგინა სახლ-კარი და გამოდევნა საკუთარი ისტორიული საცხოვრებელი ადგილებიდან. ანუ სტატუს კვო შეიქმნა ისეთი, რომელმაც ხელი შეუშალა მრავალ ადამიანს, რომ ნორმალური ცხოვრების რეჟიმი გაეგრძელებინა. დღეისთვის შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში კონფლიქტი არ არის, ფართო სამხედრო ოპერაციებით გამოხატული, მაგალითად, მოლდოვაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, იქაც ტერიტორიული მთლიანობა გარკვეულწილად დარღვეულია. რაც შეეხება უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაინც ძალადობა გრძელდება, არ შეწყვეტილა”, - განაცხადა შტაინმაიერმა.

 


როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულ რეგიონებში სტაბილური მშვიდობის საფუძველი უნდა იყოს ცეცხლის რეალური შეწყვეტა და ”არა დრო და დრო ის თავდასხმები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ”.

 

 

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დღენიადაგ იბრძვიან იმისთვის, რომ კონფლიქტში ჩართულ ქვეყნებს უნდა მიეცეთ რაც შეიძლება მეტი საშუალება, რათა გადავიდნენ დიალოგისა და მოლაპარაკებების რეჟიმში და არა ის, რომ ეს სტატუს კვო შეინარჩუნონ, რაც ძირს უთხრის ხანგრძლივადიან მშვიდობას.

 

 

”საქართველოში ჩვენ გვჭირდება იგივე მექანიზმების გამოყენება. ამა წლის მაისში მრავალი წლის მერე ჩვენ შევძელით, რომ აფხაზეთის რეგიონში IPRM-ის ქმედებები იქნა გაცილებით უფრო გააქტიურებული”, - განაცხადა შტაინმაიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი