„თავისუფალი დემოკრატების“ მთავრობის პირობებში საარსებო მინიმუმი 250 ლარი იქნება, პენსია - 300 ლარი, მინიმალური ხელფასი კი - 500 ლარი იქნება“,-განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კანონის შესაბამისად მთაში მცხოვრები პენსიონერების პენსია 20 %-ით მეტი იქნება.
„დღეს საარსებო მინიმუმი 160 ლარია, რაც არაა საკმარისი და ეს საზოგადოების დაცინვაა. „თავისუფალმა დემოკრატებმა” რეალურად დავიანგარიშეთ რა არის საჭირო იმისათვის, რათა ადამიანი მინიმალურად მაინც იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის 250 ლარი. „თავისუფალი დემოკრატების” მთავრობის პირობებში საარსებო მინიმუმი იქნება 250 ლარი. შესაბამისად პენსია, რომელიც დღეს 180 ლარი გახდა, ჩვენს პირობებში იქნება 300 ლარი“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ალასანიას თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ მთავრობის პირობებში ყველა მოქალაქეს ექნება უკეთესი ანაზღაურება.
„მინიმალური ხელფასი იქნება 500 ლარი. ვეღარავინ ამუშავებს ჩვენს მოქალაქეს საათში 3 ლარზე ნაკლებად“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ და დასძინა რომ პირველად საქართველოში, საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული იქნება სახელფასო მინიმუმი.
მისივე ინფორმაციით, „თავისუფალი დემოკრატები“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სოციალურ ხარჯებს გაზრდიან.
„მილიარდნახევრით გაიზრდება ჩვენს პირობებში სოციალური ხარჯები, 4 მილიარდამდე გაიზრდება ეკონომიკა იმ პირობებში, რაც ჩვენ გვაქვს დათვლილი”, - განაცხადა ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.