ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ნახევარი წლით გაახანგრძლივა.
როგორც ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეკონომიკური სანქციები 2017 წლის 31 იანვრამდე იმოქმედებს.
„მინსკის შეთანხმების აღებული ვალდებულებების შეფასებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 6 თვით, 2017 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა“,-ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
პირველად აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წლის მარტში, რუსეთის მიერ უკრაინისადმი განხორციელებული აგრესიის გამო დააწესა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.