საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, თავის დროზე ახმეტ ჩატაევის გათავისუფლება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ მის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება, დანაშაულის ჩადენის შესახებ, არ არსებობდა.
„დანაშაულში მისი მონაწილეობა არც საქართველოში გამოიკვეთა. შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დღეს არ იყოს დამნაშავე და ხვალ აღმოჩნდეს დამნაშავე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გუშინ უნდა დაიჭირო, როცა დანაშაული არ ჩაუდენია“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
„როიტერსის“ ინფორმაციით, ახმეტ ჩატაევი მონაწილეობდა თურქეთში მომხდარ ტერაქტში, თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას თურქეთის მთავრობა არ ადასტურებს.
ახმეტ ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს საქართველოში დააკავეს . 2012 წელს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 5-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.