გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა
01-07-2016, 10:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას შეხვდა, რომელიც თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის ფარგლებში იმყოფება.

 

 

საუბრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა იყო.

 

 

პრემიერმა კონგრესმენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის მხარდამჭერი რეზოლუციების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

საუბარი შეეხო აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ვიზიტს საქართველოში, რომელიც 6 ივლისს იგეგმება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთ დადასტურებად შეაფასა.

 

 

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეიდან ძალაში შევიდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ოფიციალურად ამოქმედდა ხელშეკრულების ყველა დებულება და საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს, შეუქცევადად და სრულმასშტაბიანად წარიმართება. მთავრობის მეთაურმა კონგრესმენებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველომ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან(EFTA) გააფორმა.

 

 

შეხვედრისას ყურადღება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც დაეთმო. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიული, თავისუფალი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

 

 

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.

 

 

შეხვედრას სენატორი როჯერ უიქერი, კონგრესმენები - ქრის სმითი, რობერტ ადერჰოლტი რენდი ჰალთგრენი, მაიქლ ფითზპატრიკი, დევიდ შვაიქართი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი