საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს მეტეხის ეკლესია და აბანოთუბანი დაათვალიერებინა.
მინისტრებმა ძველი თბილისის უბნებში ფეხით გაისეირნეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაუსვა თბილისის ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას და მის მახასიათებლებს, ესაუბრა ტურიზმის სფეროში თბილისის განსაკუთრებულ პოტენციალსა და უცხოელი ვიზიტორების მხრიდან არსებულ მზარდ ინტერესზე.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოს დედაქალაქის განსაკუთრებული მომხიბვლელობა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს მიმდინარე წლის 30 ივნისს-1 ივლისს სამუშაო ვიზიტის სტუმრობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.