საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებით სიმბოლურია საქართველოსთვის, რადგან დღეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად შედის ძალაში. ეს ნაბიჯი უბრალო ფორმალობაზე გაცილებით მეტია: ესაა შედეგი და ჯილდო, რომელიც წლების მანძილზე განხორციელებულმა ამბიციურმა რეფორმებმა მოგვიტანა. აღნიშნული რეფორმები შეეხო სასამართლო და საარჩევნო სფეროებს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ცხოვრების პირობები. ეს შეთანხმება ამყარებს საქართველოს ურთიერთობას თავის პარტნიორთან, რომელიც წლების მანძილზე ჩვენი მისაბაძი მაგალითი და საბოლოო დანიშნულების წერტილი იყო. რაც მნიშვნელოვანია, მიუთითებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებას. ეს ეტაპი მოიცავს სფეროთა ისეთ ფართო სპექტრს, როგორიცაა გარემოს დაცვა, ტრანსპორტი, განათლება და ენერგია”, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.