თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე დაჭრილი მ. ც. გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით დაზარალებული წუხელ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას მრავლობითი ჭრილობები საფანტის თოფით ჰქონდა მიყენებული.
თვითმხილველთა თქმით, მამაკაცი სახლში იმყოფებოდა, როდესაც დაუდგენელმა პირებმა დაუძახეს, სახლიდან გამოიყვანეს და სწორედ ამ დროს გაისმა სადარბაზოსთან სროლის ხმაც. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.