ბანგლადეშში მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაციას 6 თავდამსხმელი და 2 პოლიციელი ემსხვერპლა
02-07-2016, 01:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბანგლადეშში, დედაქალაქ დაკას ერთ-ერთი კაფე, სადაც ტერორისტებმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანეს, სპეცდანიშნულების ძალებმა შტურმით აიღეს.

 

 

სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ 6 თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, შტურმის დროს ასევე დაიღუპა 2 პოლიციელიც.

 

 

BBC ბანგლადეშის პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 13 მძევალი გათავისუფლებულია, დანარჩენების ბედი კი ამ დრომდე უცნობია.

 


ბანგლადეშში იტალიის საელჩოს ცნობით, მძევლებს შორის იტალიის შვიდი მოქალაქეა.

 


გუშინ საღამოს დაკაში მდებარე ერთ-ერთ კაფეში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად 26 ადამიანი დაიჭრა, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

 

 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო და 24 დაღუპულის შესახებ განაცხადა. თუმცა, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი