ერაყის ქალაქ მოსულთან, საერთაშორისო კოალიციური ძალების ავიაიერიშის შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მაღალი რანგის ხელმძღვანელის ლიკვიდაცია მოხდა.
BBC პენტაგონზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთი მათგანი ბასმ მუჰამად აჰმად სულთან ალ-ბაჰარი, დაჯგუფების სამხედრო მინისტრის მოადგილე იყო და 2014 წელს ქალაქ მოსულის აღებას პირადად ხელმძღვანელობდა.
მეორე დაღუპული ჰატიმ ტალიბ ალ-ჰამდუნია, რომელიც, არსებული ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.