თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე გვიან ღამით მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ადასტურებს.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. "რუსთავი 2"-ის ცნობით, მოწმდება "ნისანის" მარკის ავტომობილი, რომლით სავარაუდოდ, მკვლელობაში ბრალდებული გადაადგილდებოდა.
მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარებისთვის მიმდინარეობს.
შემთხვევა წუხელ მოხდა. თვითმხილველთა თქმით, დაზარალებული სახლში იმყოფებოდა, როდესაც დაუდგენელმა პირებმა დაუძახეს, სახლიდან გამოიყვანეს, რასაც სადარბაზოსთან სროლის ხმაც მოჰყვა.
ოჯახის წევრების თქმით, გასროლა გადაჭრილი სანადირო თოფით მოხდა, რომელიც მოგვიანებით საგამოძიებო ჯგუფმა ერთ-ერთი ავტოფარეხის სახურავზე იპოვა.
ცეცხლნასროლი ჭრილობებით ახალგაზრდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.