მასშტაბური სამაშველო-სამძებრო ოპერაცია ციმბირში - ირკუტსკის ოლქში ჩამოვარდნილ თვითნფრინავს, "ილ–76"-ს ეძებენ.
"ილ-76", რომელიც ირკუტსკის ოლქში ტყეების ხანძართან დაკავშირებით საფრენ შემოვლას ახორციელებდა, რადარებიდან გუშინ დილით გაუჩინარდა.
რუსეთის საგანგებო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა.
გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ვარაუდობენ, რომ მიზეზი ტექნიკურ გაუმართაობა იყო, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი პილოტის შეცდომა ან ტყის ხანძრების გამო რეგიონში არსებული ცუდი ხილვადობა გამხდარიყო.
"ილ–76" – სატრანსპორტო თვითმფრინავი, გასული საუკუნის 70–იან წლებში შეიქმნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.