რუსეთის სახელმწიფო დუმის 20 დეპუტატს ევროკავშირში ჩასვლაზე მოქმედი შეზღუდვა უნდა გაუხანგრძლივდეს - უკრაინის დელეგაცია შვეიცარიის ინიციატივას უპირსპირდება
02-07-2016, 04:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე, უკრაინის დელეგაციამ შვეიცარიული მხარის რეკომენდაცია გააპროტესტა. აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, რუსეთის სახელმწიფო დუმის 20 დეპუტატს ევროკავშირში ჩასვლაზე მოქმედი აკრძალვა უნდა მოეხსნათ.

 

 

უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ამ ცვლილების რეზოლუციის პროექტში ჩამატება მიუღებელია, რადგან რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა.

 

 

„რუსეთის ფედერაცია აგრესორი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინის ტერიტორიის ნაწილი დაიპყრო. ეს ყოვლად ცნობილი და აღიარებული ფაქტია. აშშ-მ, ევროკავშირმა და სხვა ცივილიზებულმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ რიგი სანქცია დააწესეს. მათ შორის, ევროკავშირმა რუსეთის სახელმწიფო დუმის 20 დეპუტატს ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლა აუკრძალა. შვეიცარიის წარმომადგენლის, ბატონი ლომბარდის რეზოლუცია, მისი მიღების შემთხვევაში, სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს იქნება პლუსი რუსეთისთვის“, - განაცხადა გერაშენკომ.

 

 

მისი თქმით, უკრაინის დელეგაცია მოითხოვს, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის 20 დეპუტატს ევროკავშირში ჩასვლაზე მოქმედი შეზღუდვა გაუხანგრძლივდეს.

 

 

„თუ ეუთო-ს სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას სანქციების მოხსნის რეკომენდაციის შესახებ, ეს იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დაცვის პრინციპებზე უარის თქმა. ამიტომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის წინააღმდეგი ვართ. ვფიქრობ, რუსეთს შვეიცარიის კონფედერაციის ტერიტორიის ნაწილი რომ დაეპყრო, რუსი დეპუტატების წინააღმდეგ სანქციების მოხნის სურვილი არ ექნებოდათ“, - განაცხადა ანტონ გერაშენკომ.

 

 

მისი თქმით, ამჟამად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს დსთ-ს საკითხებში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი, რადგან თბილისი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. ლეონიდ სლუცკის ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლა აკრძალული აქვს.

 

 

თბილისში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს, რომელსაც ეუთო-ს წევრი ქვეყნების 700-ზე მეტი სტუმარი ესწრება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი