რუსეთის დელეგაცია - აჰმედ ჩატაევი რუსეთისთვის დროულად რომ გადაეცათ, სტამბულის ტერაქტის აცილება შესაძლებელი იქნებოდა
02-07-2016, 05:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლაი კოვალიოვის განცხადებით, აჰმედ ჩატაევის რუსული მხარისთვის დროულად გადაცემის შემთხვევაში, სტამბულის ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი.

 

 

„ახლა ყველა თავის გამოსვლაში თურქეთს უსამძიმრებს მომხდარი ტერაქტის გამო, რაც სწორია. ჩვენც ვუთანაგრძნობთ, რადგან ის რაც მოხდა, საშინელებაა. თუმცა მოდით ობიექტურად შევხედოთ იმას, რაც ხდება. მოხდა კი შემდეგი: რუსეთი ტერაქტის ორგანიზატორის გადაცემას 13 წლის განმავლობაში მოითხოვდა. ავსტრიამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ რუსულ ბანაკებში წამების შედეგად ხელი დაკარგა - ეს საკმარისი აღმოჩნდა მისი ლტოლვილად აღიარებისთვის. ამის შემდეგ ის ავსტრიის ტერიტორიაზე დააკავეს, ავსტრიამ ისევ უარი თქვა მის გადმოცემაზე, შემდეგ დააკავეს უკრაინაში, თანაც იარაღით, თუმცა ის უდანაშაულოდ ცნეს და გადასცეს საქართველოს, შემდეგ კი ის თურქეთში აღმოჩნდა“, - განაცხადა კოვალიოვმა.

 

 

ის დაეთანხმა ჟურნალისტების შენიშვნას, რომ ჯერჯერობით არ არის ოფიციალურად დადასტურებული აჰმად ჩატაევის კავშირი სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან და ამავდროულად, მოუწოდა ჟურნალისტებს, სიტუაციაში „ობიექტურად“ გაერკვნენ.

 


„მოდით, დავამყაროთ თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში მაინც. ის, რომ პოლიტიკური ამბიციების გამო ამ სფეროში თანამშრომლობაზე უარი ვთქვით, არის ევროპის კოლოსალური სტრატეგიული შეცდომა, რომელიც ახალ მსხვერპლს გამოიწვევს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რუსეთი ტერორისტის გადაცემას 13 წლის განმავლობაში მოითხოვდა. ჩვენ გვქონდა ყველა შესაძლებლობა სტამბოლში მომხდარი ტერაქტის ასაცილებლად. საჭირო იყო მხოლოდ თანამშრომლობა“, - განაცხადა ნიკოლაი კოვალიოვმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი