საქართველოში ხვალიდან ამინდის გაუარესებას ელოდებიან. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებას იწყებს შავი ზღვის ციკლონთან დაკავშირებული ნოტიო და კავკასიონიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასები, რაც აცივებას, ნალექს და ზოგან ძლიერ თოვლს გამოიწვევს.
სააგენტოში აცხადებენ, რომ 31 იანვრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა არსებულთან შედარებით შესაძლებელია 10 გრადუსით დაეცეს.
ამასთან, თებერვლის დასაწყისში კიდევ უფრო აცივდება, ჰაერის ტემპერატურა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -10, -15, ხოლო მთაში -17,-22 გრადუსამდე დაეცეს. მოსალოდნელია გზებზე ლიპყინული.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ხასიათის მოვლენა წლის ამ პერიოდისთვის იშვიათია, მაგრამ არ განეკუთვნება ანომალურ კატეგორიას. ამინდის ანალოგიური პირობები თებერვლის თვეში 1970 - 1990-იან წლებში 5-ჯერ, 2000-იან წლებში 3-ჯერ, ხოლო ახლო წარსულში 2012 წელს დაფიქსირდა.
http://www.newspress.ge/sazogadoeba/36092-khvalidan-amindi-gauaresdeba.html
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.