რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს.
ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. იანოშ ჰერმანი სამუშაოების მიმდინარეობის ტემპით კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა საქართველოში მიმდინარე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან ის არამარტო ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილებს გადაადგილებას, არამედ საქართველოს საგზაო სისტემას დანარჩენი ევროპის საგზაო სისტემასთან დააკავშირებს. ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყნის კიდევ უფრო სწრაფ ინტერგრაციას ევროპასთან.
უახლოეს დღეებში სამტრედია-გრიგოლეთის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნა იგეგმება, რაც საშუალებას მისცემს ქვეყნის მოსახლეობას და ტურისტებს ახალი გზით კომფორტულად გადაადგილდნენ აჭარის მიმართულებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.