მთავარი პროკურატურა Human Rights Watch-ის ანგარიშს ეხმაურება
30-01-2015, 01:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავარი პროკურატურა Human Rights Watch-ის ანგარიშის იმ ნაწილს ეხმაურება, რომელიც ზურაბ ჭიაბერაშვილსა და მასზე განხორციელებულ თავდასხმას ეხება. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმისთვის 2014 წლის 28 მაისს, რევაზ თაბუკაშვილს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა გირაო 2000 ლარი. 15 სექტემბერს, რევაზ თაბუკაშვილის ბრალდების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რა დროსაც ეს უკანასკნელი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 


Human Rights Watch-ის მსოფლიო ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნუგზარ წიკლაურსა და ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდამსხმელების პასუხისგებაში მიცემა ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ მათი საჯაროდ იდენტიფიცირება მოხდა. დოკუმენტში ასევე საუბარია 2014 წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. 

 



კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი