განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესზე ისაუბრა.
„საკმაოდ დაბალი პროცენტია, რომელიც დარეგისტრირებულია და არ მოდის გამოცდაზე. როგორც ჩანს, გეგმები შეეცვალა ამ ხალხს, ან შიშმა თავისი ქნა. სამწუხაროდ, არის დაგვიანებები, ოღონდ ძალიან მცირე. 38 000 ათას აბიტურიენტში 5-6 ადამიანი იყო ბოლო მონაცემებით დაგვიანებული. მთლიანობაში, წყნარ ვითარებაში მიმდინარეობს პროცესი. კომპიუტერების გამოყენებამ ახალი პრობლემა გააჩინა, რომ დენი ქრება ზოგიერთ შემთხვევაში, თუმცა ის დრო, რაც იყო შეფერხება, აბიტურიენტებს ემატება. ყველაფერი კარგად იქნება - ისინი ჩააბარებენ და მალე შევხვდები როგორც სტუდენტებს“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.