ჩეჩნეთის ძალოვანი სტრუქტურები აცხადებენ, რომ აჰმედ ჩატაევს სირიაში გამგზავრებამდე საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული
02-07-2016, 09:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩეჩნეთის ძალოვანი სტრუქტურები ამტკიცებენ, რომ აჰმედ ჩატაევს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული.

 

 

სირიაში გამგზავრებამდე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აჰმედ ჩატაევმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, - განუცხადა ჟურნალისტებს ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვედენოს რაიონული განყოფილების პოლიციის უფროსის მოადგილემ, აბუფეტ მუჰადინოვმა.

 

 

მისივე ინფორმაციით, რუსულ მხარეს თურქი კოლეგებისთვის მიწოდებული აქვთ ინფორმაცია, რომ აჰმედ ჩატაევი თურქეთში მცხოვრები ახალგაზრდების გადაბირებას ახდენდა.

 

 

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვედენოს რაიონული განყოფილების პოლიციის უფროსის მოადგილის განცხადებით, აჰმედ ჩატაევის ძმა, 1991 წელს დაბადებული მანსურ ჩატაევი ჩეჩნური იატაკქვეშეთის წევრი იყო, 2008 წლიდან ის ძებნაშია გამოცხადებული და რუსული სპეცსამსახურების ცნობით, ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფება.

 

 

თურქულმა მედიამ რამდენიმე დღის წინათ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორი შესაძლოა, ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი იყოს, თუმცა, თურქეთის ხელისუფლებამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი