მესტიის მუნიციპალიტეტის ნაკრის ტერიტორიული ერთეულის, სოფელ ზედა ნაკრაში მდინარე ლექვერილარის ხეობის სიღრმეში, გადაუღებელი წვიმების შედეგად მეწყერი მოწყდა, რამაც მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. ამის შესახებ guardian.ge-ს მესტიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ადიდებული მდინარე ზედა ნაკრის ცენტრში დასახლებულ ტერიტორიაზე გადმოვიდა და მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, სოფელში არსებული არხი და შიდა სასოფლო საავტომობილო გზის 150-200 მეტრიანი მონაკვეთი დააზიანა. წაღებულია სოფელ ლენკვაშთან დამაკავშირებელი ხიდი, რის შედეგადაც ლენკვაშში მცხოვრები 5 ოჯახი მოწყვეტილია სოფლის ცენტრს. განადგურებულია ასევე მდინარე ლექვერილარის ნაპირდამცავი დამბები; დაზიანებულია სოფელში არსებული ცენტრალური სასმელი წყლის სისტემის ნაწილი, რომლითაც 10 ოჯახი სარგებლობს.
მესტიის მუნციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, მეწყერი ნაკრის ტერიტორიულ ერთეულში მდინარე ნაკრის ხეობაშიც ჩამოწვა და ღვარცოფის მდინარე ნაკრაში ჩადინებამ მისი ადიდება გამოიწვია. განადგურებულია ერთ-ერთი ხიდი, რომელიც ზედა ნაკრის მოსახლეობას სოფელ კვიცანთან (25 ოჯახი) აკავშირებს. ხიდი ასევე სასოფლო სავარგულებთან აკავშირებს მოსახლეობას. მდინარე ნაკრის ადიდების შედეგად წყლით მთლიანად დაიფარა სოფლის ცენტრში არსებული მინერალური წყალი და მისი მიმდებარე ტერიტორია. განადგურებულია მდინარე ნაკრის ხის ნაპირდამცავი ჯებირი (20 მეტრი).
სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კახა ჟორჟოლიანი და გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც ნაკრის ტერიტორიული ერთეულის დეპუტატთან და წარმომადგენელთან ერთად ადგილზე შეაფასეს მდგომარეობა. მოხდა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა და აღნიშნული ინფორმაცია, შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება შესაბამის სამინისტროს.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა მადლობას უხდის „ნენსკრა-ჰესის“ პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას, რომლის კუთვნილი ტექნიკის დახმარებითაც მოხდა სტიქიის სალიკვიდაციო პირველადი პრევენციული სამუშაოების შესრულება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.