კომპანია „სინოჰიდროს“ორგანიზებით, პროექტი „უსაფრთხოებისა და ჯანსაღი ცხოვრების შეჯიბრი“ ხორციელდება, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტის პოპულარიზაცია. პროექტში სხვადასხვა უწყების ათი ნაკრები გუნდია ჩართული, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
როგორც guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დღეს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა და მონაწილე გუნდებმა ბაგირის გადაზიდვაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. გამარჯვება ქობულეთის რაიონული სამმართველოს გუნდმა მოიპოვა. საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს ორგანიზატორებისაგან სიგელები, თასები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
სპორტული აქტივობები 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
პროექტის პრეზენტაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.