დუშეთში, აფხაზეთის ომში დაღუპულ დუშეთის ბატალიონის მეომართა ხსოვნას პატივი მიაგეს. დუშეთის ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა სტუმრებთან ერთად, გვირგვინით შეამკეს ძმათა სასაფლაო, სადაც მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად დაიდგა მემორიალური ქვა. ამის შესახებ guardian.ge-ს დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ დღეს ესწრებოდნენ პრეზიდენტის მრჩეველი სამხედრო საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძე; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე სამსონ ბრეგვაძე; ქვემო ქართლის ვეტერანების საქმეთა სამმართველოს უფროსი დავით გოჩიტაშვილი; ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე; მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი; ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის ვეტერანების საქმეთა სამსახურების თანამშრომლები.
ბერ-მონაზონმა მამა გრიგოლ მგელიაშვილმა მიცვალებულთა სულების მოსახსენებლად გადაიხადა პანაშვიდი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.