საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით: „ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც არსებობს მნისვნელოვანი საფრთხე ინფლაციური მოლოდინები გადაიზარდოს ფასების ზრდაში. დღესდღეობით ამ პროცესით ძალიან ზარალდებიან ჩვენი ის მოქალაქეები, ვისაც ვალდებულებები აქვს დოლარში და შემოსავლები ლარში, ამიტომ ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურება მნიშვნელოვნად აუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც საბოლოო ჯამში ასევე უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკნომიკაზე.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მომდევნო კვირიდან დავიწყოთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმების ყველა ინსტრუმენტს. ჩვენი ჩარევა იქნება თანმიმდევრული, ეტაპობრივი და იმ მოცულობის და დოზის, რაც საჭირო იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ქადაგიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.