„ქართული ოცნება“: გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას პარტიული მიზნებისთვის იყენებდა
03-07-2016, 01:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არ უჭერს მხარს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევას და არ აპირებს კენჭისყრაში მის სასარგებლოდ ხმის მიცემას“,-ნათქვამია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში.

 

 

„ქართული ოცნების“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გიგი წერეთელი ზედიზედ ორჯერ იყო არჩეული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე და იგი ამ პოზიციას აქტიურად იყენებდა პარტიული მიზნებისთვის.

 

 

Guardian.ge „ქართული ოცნების“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

 

„1-5 ივლისს თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია იმართება, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევით დასრულდება. მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატად, სხვა კანდიდატებთან ერთად, „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ წარდგენილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი.

 

 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატები შეირჩევიან პოლიტიკური პლატფორმის საფუძველზე და შესაბამისად, გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია პოლიტიკური აფილაცია და არა კანდიდატის ეროვნება თუ მოქალაქეობა.

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არ უჭერს მხარს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევას და არ აპირებს კენჭისყრაში მის სასარგებლოდ ხმის მიცემას.

 

 

გიგი წერეთელი ზედიზედ ორჯერ იყო არჩეული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე და ბუნებრივია, იგი ამ პოზიციას აქტიურად იყენებდა პარტიული მიზნებისათვის, თუმცა საზოგადოებისთვის უცნობია, რამდენად ეფექტიანად ხელმძღვანელობდა ამ პეროდში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებით.

 

 

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთ-ერთ მთავარ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს, ხოლო გიგი წერეთელი ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მხარეა. შესაძლოა გაჩნდეს განცდა, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მას ექნება შესაძლებლობა, რაიმე ფორმით გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგების შეფასებაზე.

 

 

მიგვაჩნია, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. განსაკუთრებულად გასათვალისწინებელია ის, რომ ენმ-ის ლიდერი თუ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პირები ღიად გამოხატავენ საქართველოში „რევოლუციური სცენარის“, „აჯანყების“ თუ სხვა ტიპის უკანონო ქმედებებით ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილს. ამ განცხადებებიდან და ოპოზიციის ცალკეული ქმედებებიდან გამომდინარე, ჩნდება განცდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მორაობის“ მიზანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დელეგიტიმაცია უკანონო და ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით.

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის არჩევამ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩრდილი მიაყენოს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შედეგების ობიექტურად და დაბალანსებულად აღქმას.

 

 

ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ავტორიტარული მმართველობის რამდენიმეწლიანი ისტორია ამძიმებს, მათ შორის წამების, საკუთრების ხელყოფის, შანტაჟის, გამოხატვის თავისუფლების და თავისუფალი მედიის ჩახშობის, პოლიტიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმების გამოყენება, რაც შეუთავსებელია ეუთოს ღირებულებებსა და სტანდარტებთან.

 

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ გიგი წერეთლის არჩევა ეუთოს საპარლამენტო ასამბლის პრეზიდენტად, უფრო მეტ კითხვას გააჩენს ქართულ საზოგადოებაში, ვიდრე სარგებელს მოუტანს მას. შესაბამისად, პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოუწოდებს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოებები“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი