დღეს თამარაშვილის ქუჩა 14:00 საათამდე გადაიკეტება
03-07-2016, 02:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წლის 3 ივლისს, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩის კუთხიდან „ვისოლის” ბენზინგასამართ სადგურამდე თამარაშვილის ქუჩა 07:00-საათიდან 14:00 საათამდე გადაიკეტება.

 

 

თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტორბოლა გაიმართება, შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი შეიცვლება.

 

 

„კერძოდ, ვაკიდან მეტრო „დელისისკენ“ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები თამარაშვილის ქუჩიდან გადაუხვევს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, მობრუნდება ხიდზე, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გავლით გავა ვაჟა ფშაველას გამზირზე და გააგრძელებს გზას დადგენილი მარშრუტით.

 

 

მეტრო „დელისიდან“ ვაკის მიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თამარაშვილის ქუჩიდან ჩავა ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილზე, შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და გურამ ავალიშვილის ქუჩების გავლით მოხვდება ჭავჭავაძის გამზირზე და მობრუნდება ვაკის პარკთან.

 

 

განსხვავებული მარშრუტი ექნება N140 ავტობუსს - ქავთარაძის ქუჩიდან, ყაზბეგის გამზირის, პეკინისა და კოსტავას ქუჩების გავლით, გადაადგილდება ვარაზისხევისკენ, მელიქიშვილის გამზირიდან კი გზას ჩვეული მარშრუტით განაგრძობს”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი